საქართველოს პრეზიდენტს არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი მარგველაშვილს არაბთა გაერთიანებული საემიროების ახლადდანიშნულმა პირველმა რეზიდენტმა ელჩმა საქართველოში ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Visited 124 times, 1 visit(s) today