საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა

17/02/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ-ღანის შეხვდა. მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტისა და სატრანზიტო მიმართულებებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
საუბრისას აღინიშნა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს, რომლის გამოყენებას მხარეები ხელს მაქსიმალურად შეუწყობენ.
ავღანეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0