საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„გილოცავთ სიცოცხლის, სიხარულის, განახლების დღესასწაულს! ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ ოლსუნ! ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთ ოჯახად ვაშენებდით ძლიერ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს – საქართველოს და გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს ჭირსა და ლხინში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები კიდევ უფრო ხელიხელჩაკიდებულები ააშენებენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. მე ძალიან მიხარია, რომ გვყავს ასეთი სიმდიდრე – ჩვენი აზერბაიჯანელი ეროვნების თანამოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მე ასევე მიხარია, რომ თქვენ ინარჩუნებთ მჭიდრო კავშირს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ, მოძმე ქვეყანასთან. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, ერთმანეთის გვერდით დგომით ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილთაშვილები უკეთესად იცხოვრებენ,“ – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

Visited 119 times, 1 visit(s) today