საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის რესპუბლიკაში დაიწყო

26/04/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ბუქარესტის ჰენრი კოანდას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი კვირიკაშვილს რუმინელი კოლეგა – სორინ გრინდეანუ დახვდა. შესრულდა საქართველოსა და რუმინეთის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოს დელეგაციისა და რუმინეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0