საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს მიხეილ რუსის შეხვდა. მიხეილ რუსიმ მამუკა ბახტაძეს საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები წლიდან წლამდე ძლიერდება.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას. აღინიშნა, რომ გაზრდილია როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მაჩვენებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შეფასდა ქართულ ბაზარზე ბელარუსული, ხოლო ბელარუსში ქართული პროდუქციის მიმართ არსებული მზარდი ინტერესი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ქართულ-ბელარუსული ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ამ მიმართულებით მთავრობების მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობას.

Visited 101 times, 1 visit(s) today