რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიის ზონიდან უახლეს კადრებს ავრცელებს

25/08/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიის ზონიდან უახლესი კადრებს ავრცელებს.
რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის, სადაც სტიქიას რამდენიმე დღეა ებრძვიან. კადრები ზღვის დონიდან 1700 მეტრი სიმაღლეზე, ე.წ ,,არჯევანიძის’’ მთის ყველაზე მაღალ წერტილშია გადაღებული. მაშველები და მეხანძრეები წაღვერის ტყეში ცეცხლის კერებს აქრობენ, რათა არ გაღვივდეს ხანძარი და არ გაჩნდეს ახალი ცეცხლის კერები.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ავიაცია და ცოცხალი ძალა ინტენსიურად აგრძელებს სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0