საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა

20/05/2017

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ და აუგუსტო სანტოს სილვამ განსკუთრებით აღნიშნეს პორტუგალიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. ორი ქვეყნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავს. შესაბამისად, მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების დაგეგმვას.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-პორტუგალიის წარმატებული თანამშრომლობა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების გაერთიანების ფარგლებში. აუგუსტო სანტოს სილვამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში პორტუგალიური ენისა და კულტურის მიმართ არსებული მზარდი ინტერესის გამო და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში წარმატებული თანამშრომლობისთვის.
მინისტრები ასევე მიესალმნენ მიმდინარე წელს პორტუგალიაში საქართველოს პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ცალკეული წევრების დაგეგმილ ვიზიტებს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მიულოცა ტურიზმის საეთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის გამარჯვება, ასევე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და აღუთქვა პორტუგალიის მხარდაჭერა ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.
მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას გააცნო საქართველოს პრიორიტეტები ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების ოთხ პუნქტიანი გეგმა. მინისტრს მიეწოდა ინფორმაცია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ბოლო განვითარებებზე და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე. პორტუგალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დადასტურა პორტუგალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0