საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეს-მდივანი მიიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეს-მდივანს მათიას კოპს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას. აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული წვლილი საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის, ასევე ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების პროცესში.
მათიას კოპმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა გერმანულ საზოგადოებაში ჩვენი ქვეყნისა და მისი პოტენციალის, ასევე ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდის აუცილებლობას. ამასთან, საუბრისას აღინიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების შემდგომი ხელშეწყობის მნიშვნელობა, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ორ ქვეყანასა და ორ ერს შორის არსებულ ურთიერთობებს.

Visited 137 times, 1 visit(s) today