საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატორ კორი გარდნერს შეხვდა

15/09/2017

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში, სენატორ კორი გარდნერს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი იყო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუცია მიიღოს და დოკუმენტს ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სენატორებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციას. მსგავსი რეზოლუცია, უკვე მიღებულია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სენატშიც მსგავსი დოკუმენტის ორპარტიული მხარდაჭერა მოხდეს – როგორც რესპუბლიკული პარტიის, ასევე დემოკრატების. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ სენატორი დაინტერესდება ამ საკითხით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეურთდება იმ ხელმომწერთა სიას, რომლებიც უკვე მხარს უჭერენ ამ რეზოლუციას. ჩვენთვის, საქართველოსთვის, ამერიკის მაღალი პოლიტიკური წრეების მიერ ამ დოკუმენტის მიღება ძალიან მნიშვნელოვნი იქნება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0