საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დასახელებულ შვეიცარიელ კანდიდატს შეხვდნენ

05/04/2024

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, ვიცე-სპიკერი, დელეგაციის წევრი არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დასახელებულ შვეიცარიელ კანდიდატს, ალან ბერსეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური პოლიტიკური საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა ევროპის საბჭოს როლი და მისი გაძლიერების მნიშვნელობა. ალან ბერსემ დელეგაციის წევრებს ევროპის საბჭოს განვითარების საკუთარი ხედვა და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ეკა სეფაშვილი, ხატია წილოსანი და ირაკლი შატაკიშვილი. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ჰაიდი გრაუ. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის არჩევნები მიმდინარე წლის ივნისში უნდა გაიმართოს. გენერალური მდივნის პოზიციაზე კანდიდატები წარდგენილი არიან სამი ქვეყნიდან – ესტონეთი, ბელგია და შვეიცარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0