საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა

23/01/2017

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში კი არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ზამთრის სესიის პერიოდში დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეხ სავეცკისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პედრო აგრამუნტთან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0