საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ისრაელში ვიზიტი დაასრულა

04/08/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნინო გოგუაძის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა, როგორც ქნესეთის წევრებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლებთან, ადგილობრივი სამედიცინო და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების კერძო კომპანიებთან.
შეხვედრები შედგა ქნესეთის წევრთან და ვიცე სპიკერთან – ნურით კორენთან, ქნესეთის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან – ავი დითჩერთან, ასევე ქნესეთის წევრ – შარენ ჰასკენთან.
ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ნეგავის მაღალი ტექნოლოგიების პარკი, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები ტექნოლოგიების განვითრების არაერთ ახალ კვლევასა და პროექტზე მუშაობენ.
შეხვედრები შედგა ტექნოლოგიური პარკის აღმასრულებელ დირექტორთან – როი ზვებნერთან, ასევე კომპანიების WIX -ის და L7 DEFENSE დამფუძნებლებთან და წარმომადგენლებთან.
შეხვედრისას მთავარი საკითხები საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარების ამ კომპანიებში სტაჟირების და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობი იყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0