„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. გურიის პროექტი წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ნაწილს და ითვალისწინებს ორჯაჭვა 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ოზურგეთიდან ზოტის მიმართულებით. პროექტი ხორციელდება KfW-ის განვითარების ბანკის დაფინანსებით. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა – კავშირმა მდგრადი განვითარებისათვის “ეკოხედვა/ ECOVISION” და გარემოსდაცვითმა სათემო ორგანიზაციამ „ეკო“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

Visited 45 times, 1 visit(s) today