საქართველოს ფინანსთა მინისტრი დღეს ქედას სტუმრობდა

07/06/2016

დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ქედის მუნიციპალიტეტში ფინანსთა სამინისტროს უახლოესი პროექტის პრეზენტაცია გამართა. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებსა და მოსახლეობას თავად წარუდგინა საგადასახადო მომსახურების ე.წ. RS.CAR მოძრავი სერვისცენტრი, რომელიც ყველა თანამედროვე ტექნიკური დანადგარითაა აღჭურვილი. მოძრავი სერვისცენტრის საშუალებით მოქალაქეებს შეეძლებათ დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.
ფინანსთა მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღესვე სოფელ კოლოტაურში სალაძეების ოჯახი მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0