საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სალოტბარო სკოლის რეგენტს ლია ფცქიალაძეს სამადლობელი სიგელი გადასცა. ზესტაფონის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ლია ფცქიალაძეს მიღწეული წარმატება მიულოცეს და საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა მოუწყვეს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ მადლობა გადაუხადეს მას ნაყოფიერი მუშაობისა და საუკეთესო შედეგისთვის. სალოტბარო სკოლა 2015 წელს ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაზაზე და მის მთავარ მიზანს ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სალოტბარო სკოლის რეგენტს ლია ფცქიალაძეს სამადლობელი სიგელი გადასცა
18/07/2017