საქართველოს შეირაღებულ ძალებში C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარდება

23/02/2018

C ჰეპატიტის ვირუსის აქტიურად გამოსავლენად საქართველოს შეირაღებულ ძალებში სკრინინგი ჩატარდება. ამის შესახებ შეთანხმება დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძეს შორის შედგა. გამოკვლევები და მკურნალობაში ჩართვა მაქსიმალურად ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. ამისთვის, როგორც სწრაფი მარტივი ტესტი, ისე შემდგომი ლაბორატორიული კვლევები ადგილზე გაკეთდება.
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში ამ დრომდე 45.000-მდე პირია ჩართული. ვირუსის მატარებელთა რაოდენობა, ვინც დაავადებასთან მიმართებაში თავისი სტატუსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს 100.000-ს აღწევს. ქვეყანაში C ჰეპატიტის სრულად აღმოსაფხვრელად, ვირუსის დროული გამოვლენა და პროგრამაში ჩართვაა აუცილებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0