საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას შორის ძალიან მყარი და მჭიდრო ურთერთობა მყარდება

08/06/2017

„მოხარული ვართ, რომ ძალიან მყარი და მჭიდრო ურთიერთობა მყარდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. ეს არის როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის ძალიან აქტიური ძალისხმევის შედეგი. იყო ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ჩვენი ხელისუფლებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ამის კონკრეტული შედეგია ის დოკუმენტები, ის მხარდამჭერი განცხადებები, რომლებიც კეთდება ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან. ეს დოკუმენტიც არის ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
კანონპროექტის თანახმად, 2018-2019 წლებში, ამერიკის შეერთებული შტატები 250 მლნ დოლარს გამოყოფს რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნული ქმედებებისთვის.
„რაც შეეხება ხარჯების განხორციელებას, ეს ალბათ, დამოკიდებულია ჩვენი და ჩვენი ამერიკელი მეგობრების შეთანხმებაზე“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0