საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საქართველო არის სტაბილური ქვეყანა

04/10/2017

საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტოსა და იტალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, რომლებსაც ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს წარმატების ისტორია, რომლის გაზიარებაც შეუძლია მეგობარი იტალიისთვის, რომელიც, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0