საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა

31/07/2017

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისს საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა. 31 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 1-ელ აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ კი, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0