საქართველოს 2017 წლის პირველობაზე ზესტაფონის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა

05/07/2017

საქართველოს 2017 წლის პირველობაზე ზესტაფონის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. მიმდინარე გათამაშებაში გუნდის ფეხბურთელებმა ასევე ორ ნომინაციაშიც შეძლეს პრიზის მოპოვება. საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი ვასილ ჩაჩანიძეს, ხოლო საუკეთესი ბომბარდირის წოდება ვასილ მუმლაძეს მიენიჭა. გუნდის ფეხბურთელებს მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრის დირექტორი გურამ კაკოიშვილი შეხვდა და წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს. ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები უკვე მესამე წელია სპორტულ – გამაჯანსარებელი ცენტრის ბაზაზე არსებობს. ისინი ახლა საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0