“საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის” შემუშავების პროცესი გრძელდება

15/02/2018

“საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის” შემუშავების პროცესი გრძელდება. დღეს შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ჩატარდა, სადაც პროგრამის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციაც მოეწყო.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მნიშვნელოვანია პროგრამაში ასახული პრიორიტეტები და ღონისძიებები მხედველობაში იქნეს მიღებული როგორც რეგიონის განვითარების სტრატეგიების სამოქმედო გეგმების განახლების, ასევე მუნიციპალიტეტების დაგეგმვის დოკუმენტების მომზადების პროცესის დროს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, პროგრამის მომზადებაში ჩართულნი არიან ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ექსპერტები და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0