საქართველოში აშშ – ის კომერციული რეგიონალური წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს განიხილავს, როგორც პოტენციურ ჰაბს რეგიონში, სადაც აშშ-ის კომერციული და ეკონომიკური რეგიონალური წარმომადგენლობა უნდა არსებობდეს. ეს იქნება წარმომადგენლობა, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას. მინისტრის განცხადებით, საქართველოში აშშ – ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი დაიწყება, რომელიც რეგიონული დატვირთვის ოფისი იქნება. მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და აშშ – ის კომერციის მდივან ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. დოკუმენტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ – ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

Visited 51 times, 1 visit(s) today