საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით უფრო მარტივია

03/11/2017

„იმ მე-8 პოზიციას, რომელზეც თქვენს დროს იყო საქართველო „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში“, ჩვენი დღევანდელი მე-9 პოზიცია 14 საფეხურით უსწრებს წინ და რეალურად ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება გაცილებით უფრო მარტივია. ბიზნესს ნამდვილად აღარ ეშინია დღეს ბიზნესის კეთება, საკუთრების უფლების ნაწილში კი, მთელი 72 პოზიციით გვაქვს გაუმჯობესება,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში, რომელიც მან პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ გააკეთა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ახალ რეიტინგზე, რომლის მიხედვითაც საქართველო რეიტინგის ლიდერი ქვეყნების ათეულში შორის მოხვდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის რეპლიკაზე, რომ 2012 წელს საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მე-8 ადგილზე იყო.
„ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან ძალიან მალე რეიტინგის ავტორმა, მსოფლიო ბანკმა შეფასების კრიტერიუმები შეცვალა. არსებობს ოფიციალური ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ბანკმა დაადასტურა, რომ ჩვენი რეიტინგი მე-8-დან 23-ე ადგილზე გახდა არა იმიტომ, რომ საქართველოში რაღაც გაფუჭდა, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიო ბანკმა უფრო ხარისხიანი კვლევა ჩაატარა,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0