საქართველოში ვერ მოვა ის ძალა, რომელიც ოკუპანტთან გარიგდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი დღეს გრიგორი კარასინის მიერ, საქართველოს მიმართულებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:

„სრულიად არადიპლომატიური განცხადებაა, ეს პირდაპირ ნიშნავს სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, სცილდება ყოველგვარ ნორმალურ ცივილიზებულ ეთიკის ნორმებს. რაც შეეხება მის ფიქრს, რომ შეიძლება პრორუსული ძალები მოვიდეს, მინდა ვუთხრა ოკუპანტ ქვეყანას, რომ საქართველოს მოსახლეობას, ამ ქვეყანას აქვს არჩეული ერთი გზა, ეს არის ევროატლანტიკური გზა. დარწმუნებული ვარ ქვეყანაში ვერ მოვა ის ძალა, რომელიც ოკუპანტთან გარიგდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Visited 203 times, 1 visit(s) today