საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. შეჯიბრი რეალურ პროგრამებს, ძლიერ კანდიდატებს და პარტიებს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც გამოჩნდა.
მადლობას ვუხდი პირველ რიგში ჩვენს მხარდამჭერებს, რადგან ქვეყნის მასშტაბით “ქართულმა ოცნებამ” მაღალი ნდობა მიიღო საზოგადოებისგან. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციას, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას, კარგი გაშუქებისთვის.

მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის დასაკავებლად, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა ოზურგეთშიც. ხალხმა საკუთარი არჩევანი გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ საოლქო კომისია ერთ უბანთან დაკავშირებულ დავას განიხილავს, ჩემთვის საზოგადოების არჩევანი ნათელია და პატივს ვცემ ოზურგეთელების გადაწყვეტილებას. მე მზად ვარ გამარჯვებულს მივულოცო.

როგორც თქვენს მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გავაგრძელებ მუშაობას ახლად არჩეულ მერთან, საკრებულოსთან, გუბერნატორთან, არასამთავრობო და კერძო სექტორთან, ასევე, მედიასთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წარმატებისთვის!

Visited 133 times, 1 visit(s) today