საქართველოში ტურისტების ფენომენალური ზრდა ფიქსირდება

04/04/2017

“ეს არის მე-3 საერთაშორისო სამთო ტურიზმის კონფერენცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება საქართველოში ტარდება. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მთელ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილია მთებით და სამთოკურტებით, ამ კონფერენციის გამართვა კიდევ ერთხელხაზს უსვავს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მნიშვნელობას. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები კეთდება სეზონის გახანგძლივების მიზნით. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დიდი ხანია საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს მსოფლიოში სამთო ტურიზმის განვითარებას. სამთო ტურიზმი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშა, ტურიზმის ბაზარზე. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა, ცდილობს ინდუსტრიის განვითარებას, რომ სამთოკუროტების სეზონი გახანგძლივდეს არამხოლოდ 3 ან 4 თვით, არამდე მთელი წლით. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კოფერენციის მონაწილეები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტების მოწმენი გახდნენ საქართელოში. პირველი ეს არის ტურიზმის ფენომენალური ზრდა საქართველოში. ეს ზრდა ნამდვილად გამორჩეულია ბოლო 2 წელიწადში. 6.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს გასულ წელს, რაც შთამბეჭდავია. მე-2 მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ წლევანდელი წელი გამოცხადებულია ტურიზმის მდგრადი განვითარების წლად და ეს ღონისძიება, რომელიც ტურიზმის მდგრად განვითარებას უკავშირდება და ზრუნავს როგორც საზოგადოებაზე, ასევე გარემოზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიზეზების გამო მე ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები და აქედან მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია,“- განაცხადა ტალებ რიფაიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0