საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევები დემოკრატიული სტანდარტების მაგალითია

23/10/2017

ამერიკისა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დემოკრატიული სტანდარტების მაგალითი უწოდა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ლონდონში, საქართველოსა და ბრიტანეთს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე სესიის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა დემოკრატიული სტანდარტების მიმართ საქართველოს ერთგულებამ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ კვირას საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში.” – აღნიშნა დანკანმა.
საკუთარ გამოსვლაში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მიესალმება საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმებს და მთავრობის ოთხ პუნქტიან გეგმას, რომელიც, მისი განცხადებით ემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0