საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო

02/02/2018

„საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი სუვერენული საგარეო პოლიტიკა. ჩვენი არჩევანი ეფუძნება ქართველი ხალხის არჩევანს – ვიყოთ ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და მეტი შესაძლებლობა რეგიონის მშვიდი, მათ შორის ეკნომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი ყველა ქმედება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველო-ნატოს თანამშრომლობას შეეხებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0