საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს გზა ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით შეუქცევადია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვარშავაში პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ნატო-ს სამიტის შედეგები შეაჯამა. მარგველაშვილმა იმ მთავარ გზავნილებზეც ისაუბრა, რითიც ქართული დელეგაცია ნატოს სამიტიდან ბრუნდება.

„პირველ რიგში, მთავარი გზავნილი არის ის, რაც ჩვენ 2008 წლის შემდეგ ბუქარესტიდან გვაქვს. პოზიცია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება და შეუქცევადია, ეს არის ის სტაბილური გზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ვითარდება. ჩვენ უკვე ბევრად უფრო მეტად ვაღმავებთ და წინ ვავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ალიანსთან. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საქართველოს გზა ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით შეუქცევადია და გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს პროცესი და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გავზარდოთ,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

Visited 184 times, 1 visit(s) today