საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

13/03/2017

თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საერთაშორისო გამშვებ პუნქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო უწყებების შესაბამისი დარგობრივი ექსპერტები დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მონაწილეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება, საერთაშორისო დაცვის სისტემის ზოგადი მიმოხილვა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით.
13 მარტს, საერთაშორისო გამშვებ პუნქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის საინფორმაცია შეხვედრა გაიმართა ასევე, ქალაქ ქუთაისში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0