საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი ოქტომბერში გაიმართება

06/09/2017

საქართველოში, ოქტომბრის თვეში, საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება. რომელშიც მონაწილეობას აგრო-სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ. დაგეგმილი ფორუმის შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც მინიტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ასევე მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე – იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბიზნესფორუმში მონაწილეობას აგრო-სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ. ფორუმის მოსამზადებელი ღონისძიებების განხილვა დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად მოხდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს ფორუმზე ჩვენს ქვეყანაში არსებული პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დარგის მიმართულებების წარმოჩენა მოხდეს, რაც საქართველოში ახალი ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0