საქართველო მასპინძლობს ენერგოეფექტურობის საკითხებზე საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამას

16/10/2017

16-20 ოქტომბერს რეგიონში პირველად საქართველო მასპინძლობს ენერგოეფექტურობის საკითხებზე საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამას.
აღნიშნულ პროგრამას ყოველწლიურად პარიზი მასპინძლობს, წელს კი რეგიონში პირველად პროგრამა თბილისში იმართება.
ტრენინგებს ატარებენ დარგის საერთაშორისო დონის ექსპერტები. საგანმანათლებლო კურსი დატვირთულია ინტერაქტიული სალექციო კურსით, პრაქტიკული სამუშაოებითა და სხვადასხვა ობიექტებზე ვიზიტებით .
საგანმანათლებლო კურსების მიზანია აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ენერგოეფექტურობის მიმართულებით ახალგაზრდა პროფესიონალებისა და დაინტერესებულ მხარეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობენ, საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლოდოვის, ბელარუსის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგზეთის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0