საქართველო პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე მონაწილეობს

26/09/2017

ჩინეთში პეკინის მე-7 საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე მიმდინარეობს, რომელშიც საქართველო მიწვეული ქვეყნის სტატუსით პირველად იღებს მონაწილეობას. საქართველოს აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაში 16 თანამედროვე ხელოვანი, ჯგუფური გამოფენის ფარგლებში წარადგენს. ქართველი ხელოვანები ბიენალეზე ფერწერულ და სკულპტურულ ნამუშევრებს წარადგენენ. ქართული მხარის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სიმპოზიუმზე. აღსანიშნავია, რომ პეკინის ბიენალე ჩინეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს ემთხვევა.ბიენალეს წლევანდელი თემა „აბრეშუმის გზა და მსოფლიო ცივილიზაციებია“. შესაბამისად, მიმდინარე ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა, როგორც უძველესი კულტურის მქონე და საუკუნეების განმავლობაში აბრეშუმის გზაგასაყარზე მყოფი ქვეყნისათვის ორმხრივად მნიშვნელოვანია

Tweet about this on TwitterShare on Facebook0