საქართველო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების გაერთიანებასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გააქტურებას გეგმავს

22/04/2019

პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა დავით ზალკალიანის შეხვედრის დროს ორგანიზაციის აღმასრულებელ მდვანთან ფრანსისკო რიბეირო ტელესთან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო , როგორც ასოცირებული დამკვირვებელი აქტიურად იყენებს ორგანიზაციის პლატფორმას თანამეგობობასთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის, როგორც პოლიტიკის, ასევე სავაჭო-ეკონომიკური და კულტურისა და განათალების სფეროში კავშირების გააქტიურებისთვის. აღინიშნა, რომ საქართველოში დიდი პოპულარობით საგრებლობს ლუზოფონიური კულტურა, რაზეც მეტყველებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიური ენის ცენტრის წარმატებული ფუნქციონირება.
დავით ზალკალიანმა ორგანიზაციის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიღწევები, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები. განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო მიმზიდველობას, ასევე საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო შესაძლებლობებს, რაც დამატებით პლატფორმას ქმნის პორტუგალიურენოვან ქვეყნებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია აამაღლოს ქვეყნის შესახებ ცნობადობა ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში და გაუზიაროს მათ წარმატებული რეფორმების გამოცდილება ეკონომიკის, კარგი მმართველობის, სახელმწიფო სერვისების და სხვა მიმართულებით.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან ბიზნეს პლატფორმების დონეზე თანამშრომლობის შესაძლებლობები. დავით ზალკალიანმა ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი რიბიერო ტელე საქართველოში ვიზიტით მოიწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველო ორგანიზაციის ასოცირებული დამკვირვებელი გახლავთ 2014 წლიდან. ​

Tweet about this on TwitterShare on Facebook0