საქართველო-სერბეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები სერბეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

22/09/2017

საქართველო-სერბეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გედევან ფოფხაძე ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებსა და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველო-სერბეთის საერთო მიზნებსა და გამოწვევებს, რომელიც ევროინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება.
შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს.
„სამწუხაროდ, სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ იყო ინტენსიურ ფაზაში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა დამყარდეს და განვითარდეს. ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ქვეყნები, რომელთაც ძალიან ბევრი საერთო მიზნები და გამოწვევები აქვს. ეს ეხება როგორც ევროინტეგრაციის პროცესს ასევე, ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სერბეთის პრობლემებზე აფხაზეთთან და კოსოვოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ საგარეო სივრცეში ურთიერთმხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0