საქართველო სირიას 100 ათასი დოლარით დაეხმარება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო სირიას 100 ათასი დოლარით დაეხმარება,- ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად გამოეხმაურა იმ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომლის მომსწრენიც ჩვენ ყველა ერთად გავხდით სირიაში.

„პრემიერმა გამოთქვა მზაობა დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები გაერო-სთან და ყველა გზები გამოვიკვლიეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. საბოლოო ჯამში შეთანხმდა, რომ ჩვენ გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში გაერო-ს სპეციალიზირებული ფონდის მეშვეობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დახმარებას განახორციელებს“, -განაცხადა ჯანელიძემ.

Visited 103 times, 1 visit(s) today