საქართველო უკრაინულ კინოს დღეებს მასპინძლობს

28/04/2017

კინოთეატრ ამირანში კინოფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ რეჟისორ ტარას ტრაჩენკოს ფილმით „გვრიტის ბუდე“ გაიხსნა. „გვრიტის ბუდე“ 2016 წელს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი გახდა. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. საქართველო უკრაინულ კინოს დღეებს 30 აპრილამდე უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ფილმების ჩვენებები და უკრაინელი კინემატოგრაფების მასტერკლასები გაიმართება. კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრი. ფესტივალის პროგრამა: კინოთეატრი „ამირანი“ (დასწრება თავისუფალია) 27 აპრილი, 20:00 საათი – კინოფესტივალის ‘უკრაინა ფოკუსში’ საზეიმო გახსნა მ/ფ ‘გვრიტის ბუდე’ (2016), რეჟ. ტარას ტკაჩენკო 28 აპრილი, 20:00 საათი – მ/ფ ‘ჩემი ბებია ფანი კაპლანი’ (2016), რეჟ. ოლენა დემიანენკო. 29 აპრილი, 12:00 საათი – ახალგაზრდა მაყურებლისთვის! ფილმის ‘მაგიის გაკვეთილების’ ტრეილერის პრეზენტაცია, რეჟ. ლილია სოლდატენკო ანიმაციური ფილმი ‘მიკიტა კოჟუმიაკა’ (2016), რეჟ. მანუკ დეპოიან 20:00 საათი – ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ალმანახი: “მოშორებით”, რეჟ. კატია გორნოსტაი “ლურსმანი”, რეჟ. ფილიპ სოტნიჩენკო ‘მანჩესტერში წვიმდა’, რეჟ. ანტონიო ლუკიჩ ‘კაცის საქმე’, რეჟ. მარინა სტეპანსკა 22:00 საათი – მ/ფ ‘სელფიფართი’ (2016), რეჟ. ლიუბომირ ლევიცკი 30 აპრილი, 14:00 საათი – *დ/ფ ‘უკრაინელი შერიფები’ (2016), რეჟ. რომან ბონდარჩუკი 20:00 საათი – დ/ფ ‘შინაურები’ (2016), რეჟ. ვიტალი მანსკი 22:00 მ/ფ “ხალხის მსახური 2” (2016), რეჟ. ოლეკსიი კირიუშჩენკო – შემოქმედებით ჯგუფთან ფილმის განხილვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0