საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს

23/10/2017

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა და პოლიტიკის შემუშავების მტკიცებულებებზე შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.
სასწავლო კურსში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან 45 წარმომადგენელი მონაწილეობს. შემოდგომის სკოლის ფარგლებში დელეგატები საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინფორმაციული ორგანიზების საკითხებს განიხილავენ.
სასწავლო კურსი 27 ოქტომბერს დაიხურება. ის ჯანმო-ს ორგანიზებით ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესებას, კვლევის მექანიზმების სრულყოფასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0