საქსტატის შეხვედრა მცხეთაში გაიმართა

03/04/2017

მცხეთის მუნიციპალიტეტის შენობაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მორიგი გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა შედგა. ჩატარებული შეხვედრის მთავარ მიზანს სტატისტიკური მონაცემების მომხმარებლისთის მიწოდების მნიშვნელობის დასაბუთება წარმოადგენდა. რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება ხელს შეუწყობს ადგილობრივ მმართველობას და ბიზნეს წრეებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
უწყების აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის განცხადებით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია და სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულები იყვნენ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქსტატი გეგმავს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებთან კონსულტაციების გამართვას, რაც გულისხმობს მოთხოვნილებებისა და საჭიროებების შესწავლას, აქტიურ დიალოგს როგორც ინფომრაციის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან, ისე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0