საქსტატის შეხვედრა ოზურგეთში გაიმართა

28/03/2017

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონებში გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. შეხვედრის მიზანს სტატისტიკური მონაცემების მომხმარებლისთვის არსებული და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება ხელს შეუწყობს ადგილობრივ მმართველობასა და ბიზნეს წრეებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. უწყების აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის განხცადებით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულნი იყვნენ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქსტატი გეგმავს მომხმარებლებთან კონსულტაციების გამართვას, რაც მოთხოვნილებებისა და საჭიროებების შესწავლას გულისხმობს, აქტიურ დიალოგს როგორც ინფორმაციის მომწოდებლებლთან და მომხმარებლებთან, ისე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, გამგებლის მოადგილეები, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0