დღეს შობაა,მართლმადიდებლური ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაული. ბოლნისის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება შესრულდა. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვა აღავლინა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
Visited 118 times, 1 visit(s) today