საჩინოს თემში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები

04/04/2017

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობის პროექტი გრძელდება, რომელიც სოფელ ზედა აჭყვაში სათავე ნაგებობის რეზერვუარებისა და მაგისტრალის მოწყობას ითვალისწინებს. დღეს ინფასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სათავე ნაგებობაზე განთავსდება კაპტაჟები, წყალშემკრები რეზერვუარები და საქლორატორო. ინფრასტრუქტურული ღონისძიება წყალსადენი სისტემის ცენტარლურ მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტთა გამრიცხველიანობა მოხდება. პროექტისთვის 379 999 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს შპს „ლაზარე 2008“ აწარმოებს. ინფრასტრუქურული ღონისძიება აგვისტოს თვეში დასრულდება, რომლის შემდეგაც 950 – მდე ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. გასულ წელს პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 936 388 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები, აშენდა საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0