საჩინოში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15/06/2016

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საჩინოს წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 936 388 ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავი წყალმომარაგებით 1000-მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სათავე ნაგებობისა და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობითი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები და საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება, ხოლო წყალსადენი სისტემის შიდა დაქსელვა და აბონენტთა გამრიცხველიანება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.
წყალსადენი სისტემის მოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტელი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება აგვისტოს თვეში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0