საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახლადაშენებულ სპორტულ მოედანზე ასფალტირების სამუშაოები დაიწყო

13/07/2017

საჩხერეში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახლადაშენებულ სპორტულ მოედანზე ასფალტირების სამუშაოები დაიწყო. მოედნის დასრულებისთვის მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რომელიც ასევე უახლოეს დღეებში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გამართული სპორტული მოედანი არასდროს ყოფილა. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აღმაშენებლის, კოსტავასა და რაჭის ქუჩაზე სპორტული მოედნების მშენებლობისთვის თანხა გამოიყო.
3 მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოებს ინდ. მეწარმე ვახტანგ კუჭაშვილი 71, 000 ლარად ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0