საჩხერეში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მთის რამდენიმე მდინარე, გადმოვიდა კალაპოტიდან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა. როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში მთის რამდენიმ მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დააზიანა საავტომობილო გზები და სავარგულები. მისივე თქმით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

“საჩხერეში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მთის რამდენიმე მდინარე, გადმოვიდა კალაპოტიდან, დაზიანდა საავტომობილო გზები, დაზიანდა რამდენიმე სოფელში გაბიონები, რამდენიმე ადგილზე სავარგულებში შევიდა წყალი. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა ზიანზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ხვალიდან კომისია, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტში, დაადგენს ზიანის ოდენობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და გვეცოდინება კონკრეტულად, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ საჩხერის მოსახლეობას”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

Visited 72 times, 1 visit(s) today