საჩხერის მუნიციპალალიტეტში C ჰეპატიტის მასიური კვლევა დაიწყო

01/03/2017

დაავადებათა კონტროლის რეგიონალური ცენტრის დირექტორი გოჩა გიორგიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებულ პროცედურებს შეეხებოდა. გოჩა გიორგიძის განცხადებით – ვირუსზე კვლევა როგორც თვითმმართველობის, ასევე მუნიციპალიტეტის ყველა მკვიდრისთვის სავალდებულოა. იმ სოფლებში, სადაც ამბულატორია არ ფუნქციონირებს, მოსახლეობას საგანგებოდ აღჭურვილი მობილური ავტომანქანა მოემსახურება, რომელიც მოქალაქეებს ადგილზე მიაკითხავს. სატესტო მასალა საჩხერის რაიონულ პოლიკლინიკას და სოფლის ამბულატორიებს გადაეცემა. აღნიშნული კვლევა საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროექტია, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში სრულიად საქართველოს მასშტაბით უსასყიდლოდ ხორციელდება. დაავადებათა კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით – C ვირუსზე 2020 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქე გამოიკვლევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0