საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

11/02/2019

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფლებში: ბაჯითი, სარეკი, სხვიტორი და დუნთა – საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. მთავრობისა და მოსახლეობის ერთობლივი კონსულტაციებისა და განხილვის შედეგად შემდეგი პროექტების განხორციელება გადაწყდა:

სოფელი ბაჯითი – ეკლესიის შემოღობვითი სამუშაოები, 16 000 ლ;
საფელი სარეკი – ომში დაღუპული გმირების სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, 22 000 ლ;
სოფელი დუნთა – სასმელი წყლის სისტემისთვის ავზის მოწყობა, 22 000 ლარი, აღნიშნული სისტემის მეშვეობით სამომავლოდ სოფლის 85 ოჯახი მომარაგდება.
სოფელი სხვიტორი – ახალ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – მოხრეშვა და არხების გაყვანა;
ქურციკიძე-მაჭარაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია საკვირაოს სასაფლაომდე – ორივე პროექტისთვის გამოყოფილია 16 000 ლ;

აღნიშნულ შეხვედრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, ასევე ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელები, საკრებულოს დეპუტატები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჩხერის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტამდე დასრულდება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ქვეკომპონენტი იქნება და მისი ოდენობა 20 მილიონი ლარით განისაზღვრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0