საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლა გაიხსნა

16/09/2017

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში №1 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის ახალი შენობა გაიხსნა. სკოლა სრულიად ახალი ტექნოლოგიებით არის აშენებული და ამით, საქართველოს სოფლებში ახალი ტექნოლოგიებით მცირეკონტიგენტიანი სკოლების მშენებლობის პროცესი დაიწყო. ასეთი ტიპის სკოლების მშენებლობისთვის დაახლოებით 3-დან 5 თვემდეა საჭირო. ჯამში 13 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აშენდება. ეს არის ენერგოეფექტური, ადაპტირებული სკოლები და გათვლილია 20-25 მოსწავლეზე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0