საძელში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

15/07/2016

საძელში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. ამიერიდან სოფელში მცხოვრებ პატარებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ საბავშვო ბაღში ისწავლონ და სკოლაში მისვლამდე საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლონ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები. აივანზე დაიგო მოზაიკური ფილები, ოთახებში კი ლამინირებული პარკეტის იატაკი მოეწყო. შემოიღობა და კეთილმოეწყო ეზო.
სოფელ საძელის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა.
შეგახსნებეთ, რომ საძელის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას 30 აღსაზრდელის მიღება შეეძლება. მისი რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0