საწარმოს მიერ რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების არანაკლებ 70 თეთრად შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრი გაიცემა

28/07/2017

2017 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით:
საბრენდე სპირტისა და ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით, საწარმოს მიერ რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების არანაკლებ 70 თეთრად შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით გაიცემა 35 თეთრი
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში – 1კგ მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ჯიშებზე გაიცემა 2 ლარი
შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი
თვითმმართველ ქალაქებში ყურძნის რეალიზაციისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის გაგრძელდება შეღავათიანი კრედიტის გაცემა
მევენახეობა-მეღვინეობის დარგში:
დაფინანსებულია 24 ახალი და გაფართოებულია 48 არსებული საწარმო
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია 5 123 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი
მიმდინარეობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია

Tweet about this on TwitterShare on Facebook0